თინა ბოკუჩავას მიერ დავით ზალკალიანის მისამართით დასმულ კითხვას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კამათი მოჰყვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანის მისამართით დასმულმა კითხვამ მცირე კამათი გამოიწვია.

ბოკუჩავამ ზალკალიანს 2014 წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადება გაახსენა, როცა მან თქვა, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები და არ ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება. აღნიშნული განცხადება ზალკალიანმა მაშინ გააკეთა, როცა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ქართული ოცნების“ კოალიციური მთავრობის შემადგენლობა დატოვა.

თინა ბოკუჩავამ ზალკალიანს მიმართა, თუ რა შეიცვალა 2014 წლის შემდეგ და რას იტყვის მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ახლა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეა წარმოდგენილი.

ზალკალიანმა ბოკუჩავას პასუხად აღნიშნა, რომ მას არ სურდა წარსულზე საუბარი.

მისივე თქმით, ეს არის პერსონალური საკითხი და ხალხი, ვისაც ეს განცხადება უკავშირდება, დღეს პოლიტიკაში აღარ არიან.

„მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და პასუხს ვაგებ ყველა ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მას შემდეგ, რაც წავედი, იმ ადამიანებთან ჩემი პოზიცია დავაფიქსირე“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

ბოკუჩავასთვის მინისტრობის კანდიდატის ეს პასუხი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და ამ თემას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კამათი მოჰყვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს