ნიკოლოზ გაგუა – ჩვენი ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს საფუძველს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას გაცხადებით, მთავრობის ფინალური პოლიტიკა და ფისკალური დისციპლინა სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაღალ სტანდარტებს, რაც წარმოადგენს საყრდენს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის. ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

„ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა სსფ-სთან. მიღწეული წარმატებები მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ასევე, აღიარებულია საკრედიტო რეიტინგის კომპანიების მიერ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვაქვს საკრედიტო რეიტინგების აშკარად გამოკვეთილი გაუმჯობესების ტრაექტორია,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე.

„2018-2022 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას და გამოთავისუფლებული სახსრების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის. ძირითადი დაფინანსება მიემართება იმ პროექტებზე, რომლებმაც უნდა შექმნას ქვეყანაში ახალი საგზაო ხერხემალი და რომელზეც უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსების წყაროები სრულად არის მოძიებული ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა