გიორგი გახარია - წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით კამერების მონტაჟი დასრულდება და 3000-მდე სხვადასხვა სახის კამერა იმუშავებს

ჩვენ ოფიციალურად გავეცით დაპირება, რომ ჩვენს პირობებში სტატისტიკა იქნებოდა აბსოლუტურად გახსნილი, რანაირი ციფრებიც არ უნდა ყოფილიყო და ამ პირობას ვასრულებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

“დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მუშაობის ისეთ კომპონენტს, როგორიც არის გამჭვირვალობა. სულ რამდენიმე თვის წინ, როცა ხდებოდა ამ მთავრობის წარდგინება, ჩვენ ოფიციალურად გავეცით დაპირება, რომ ჩვენს პირობებში სტატისტიკა იქნებოდა აბსოლუტურად გახსნილი, რანაირი ციფრებიც არ უნდა ყოფილიყო, ამ პირობას ვასრულებთ და ვთვლით, რომ პრობლემის ობიექტური შეფასება არის ძირითადი ფაქტორი იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრობის კანდიდატმა საპატრულო პოლიციისა და ქვეყნის მასშტაბით კამერების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

“ამ პერიოდში ჩვენ ეკონომიის ხარჯზე შევძელით აღგვეჭურვა თითოეული პატრული, დაახლოებით 2000 ადამიანი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით, რომლის ტექნიკური მაჩვენებლები არის სულ სხვა. ჩვენ შევძელით ბალისტიკური იდენტიფიცირებისთვის შეგვეძინა აბსოლუტურად ახალი ტექნოლიგიები და პროგრამები და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ვქმნით იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე მათი კომფორტი და უსაფრთხოება უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე აწეული. აღნიშნულ კონტექსტში მინდა ვისაუბრო კამერებზე, რომელთა მონტაჟი დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით და რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. არ გავაკეთებ ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებას, თუმცა ობიექტურად მინდა ვთქვა, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში დაახლოებით 3000-მდე სხვადასხვა სახის კამერა იმუშავებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის გამოძიების ეფექტურობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების ნაწილს უსმენენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს