აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე რეგიონულ ფორუმს ესწრება

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, ბორჯომში, „კავკასიის ეკო-კორიდორების ფონდის რეგიონულ საკონსულტაციო ფორუმში“ (ECF) მონაწილეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმს, რომელიც WWF კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით და WWF გერმანიის თანადაფინანსებით სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi-ში“ მიმდინარეობს, სახელისუფლებო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმის მონაწილეები სახელისუფლებო ორგანოებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით ეკოლოგიური დერეფნების ფარგლებში მდგრადი მიწათ და ტყითსარგებლობის პრაქტიკის დანერგვაზე და ამ მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკო-დერეფნების ფონდის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ. ფონდის შექმნის მიზანი დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელ მონაკვეთებში, ლანდშაფტურ დონეზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი სოციო-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაა.