სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის დევნილებისთვის საქართველოს მასშტაბით 2 134 ბინა შენდება

ამ დროისთვის დევნილებისთვის საქართველოს მასშტაბით 2 134 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისივე თქმით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტის 90% დევნილებზეა მიმართული. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 280 055 დევნილია რეგისტრირებული, ესაა 89 322 ოჯახი.

„მთლიანობაში მოხდა 110 000 დევნილის უზრუნველყოფა საცხოვრებლით. ესაა 38 670 ოჯახი და აქედან 15 600 ოჯახის უზრუნველყოფა ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს საცხოვრებლები არის აბსოლუტურად ღირებული, კეთილმოწყობილი, შესაბამისი თანამედროვე სტანდარტების. ამ ხნის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა არც ერთი ძალით გამოსახლება თუ არ ჩავთვლით კერძო დავებს. ამ წუთისთვის მიმდინარეობს 2 134 ბინის მშენებლობა. 600 ბინა შენდება ზუგდიდში, 735 - ქუთაისში, წყალტუბოში- 140, ბათუმში - 164 , მცხეთაში - 120, თბილისში - 350, მარნეულში - 25 და ესაა ტემპები, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტად იზრდება“, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა