სოზარ სუბარი - ივლისის დასაწყისიდან დევნილებს ნებისმიერი სერვისის მიღება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ

დაახლოებით ივლისის დასაწყისიდან, დევნილებს ნებისმიერი სერვისის მიღება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე იმ ელექტრონულ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც დევნილებისთვის შეიქმნა.

„გაკეთდა ელექტრონული პროგრამა. 30 442 განაცხადია ასახული ელექტრონულ მოდულში, შესაბამისად, თითოეულ დევნილს შეუძლია თვითონ ნახოს თავის შესახებ მონაცემები სამინისტროში მიუსვლელად და ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე. ასევე, ნახოს როდის შეიძლება ჰქონდეს ბინის მოლოდინი. ნებისმიერ მის განცხადებაზე პასუხი შეუძლია იხილოს ელექტრონულად სახლიდან გაუსვლელად. დაახლოებით ივლისის დასაწყისში, ჩვენი პროგრამების ინტეგრირება გვექნება უკვე იუსტიციის სამინისტროს სოციალურ სახლებთან. ნებისმიერ დევნილს იუსტიციის სახლებში შეეძლება განაცხადის შევსება ბინის თაობაზე, ასევე, ნებისმიერი სერვისის მიღება, რომელსაც ახლა სამინისტროში ან რეგიონულ სამმართველოებში იღებს“, - განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო