გიორგი გახარია - შსს ქვეყნის მართლწესრიგის ხერხემალია

შსს ქვეყნის მართლწესრიგის ხერხემალია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობენ.

გახარიამ ეფექტური საკანონმდებლო ცვლილებებისთვის პარლამენტს მადლობა გადაუხადა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, უწყებას კიდევ აქვს მომზადებული ცვლილებების დიდი გეგმა და მას უახლოეს მომავალში წარადგენს.

“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად მართლწესრიგის ხერხემალია. ეფექტიანი, სამართლიანი და ამავდროულად პოლიტიკურად ნეიტრალური შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია არის ამ ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც ჭირდება განვითარება და რომლისთვისაც ვართ მზად. პარლამენტარებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ყველაზე კარგად იცით რამხელა პროგრესია საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებაში. თქვენი დახმარებით მოხდა „ქურდული სამყაროს“ კონტექსტში იმ საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომელიც უკვე განხორციელებულია და კიდევ ბევრი სხვა. ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების დიდი გეგმა გვაქვს ჩვენ და უახლოეს მომავალში ამას წარმოგიდგენთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ უფრო ეფექტიანი და სამართლიანი გავხადოთ ჩვენი პოლიცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა