გიორგი გახარია - გამოძიების ხარისხზე აქცენტი არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ძირითადი რესურსები მიემართება იქით, რომ შსს-ში საგამოძიებო კომპონენტი ყოველთვიურად და ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი იყოს.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამას უსმენენ.

“მინდა გითხრათ იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე განვახორციელეთ. ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, სრულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების ხარისხის გაზრდას. საერთოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში, რამეთუ ბოლო წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტი იყო ნიველირებული და დღეს ჩვენ ძირითად რესურსებს მივმართავთ იქით, რომ საგამოძიებო კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვიურად და ყოველწლიურად იყოს უფრო ძლიერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა