არჩილ თალაკვაძე - დეპუტატებს გვსურს, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ და მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა

დეპუტატებს გვსურს, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ და მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

დეპუტატმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ლევან იზორიას მიმართა, რომ ეს თხოვნა და სურვილი გაითვალისწინოს.

“ბატონო ლევან, თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა რეფორმების მიმართულებით. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს მსოფლიოს ურთულეს წერტილებში. სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მაღალია. დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია. ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა