ბათუმში ღონისძიება - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ გაიმართა

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ბათუმის პიაცაზე ღონისძიება- „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბათუმის პიაცაზე 100 მაგიდა გაიშალა, რომელსაც ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სიმბოლური წარმომადგენლები მიუსხდნენ. მაგიდებს ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების დროშები ამშვენებდა.

ფიდე 189 ქვეყანას აერთიანებს, შესაბამისად, ღონისძიებაში - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ – 189 ქვეყნის სიმბოლური წარმომადგენელი ჩაერთო. 190-ე მოთამაშემ კი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დროშის ქვეშ იასპარეზა.

დარჩენილ 5 მაგიდას აჭარაში მოქმედი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები მიუსხდნენ, რომლებთანაც ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. ამავე დღეს დასახელდა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების კიდევ ერთი ელჩი - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე.

ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან უმასპინძლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა