ქართველი სპეციალისტები ფრინველის გრიპის შესახებ რეგიონალურ სემინარში მონაწილეობდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები ფრინველის გრიპის შესახებ რეგიონალურ სემინარში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. პროექტის – “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“, ფარგლებში ჩატარდა სამუშაო სწავლება, რომელიც ფრინველის გრიპსა და მეფრინველეობას შეეხო.

პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეციალისტები. შეხვედრის დროს, მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარდა რამდენიმე დღიანი სამუშაო პრაქტიკა.

სამუშაო სწავლების მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევებში ფრინველის გრიპის ობიექტური შეფასება, კვლევის სტანდარტების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, ქვეყნისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე სტრუქტურების პოტენციალის განსაზღვრა ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს.

BTSF-ის პროექტის შედეგია რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება.

პროექტის “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“ ინიციატივა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს