პატიმრები სასამართლო სხდომებში მონაწილეობას ციხიდანაც მიიღებენ

პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური აღჭურვილობები დამონტაჟდება, რომლის გამოყენებით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სასამართლო სხდომები ჩატარდება.

ახალი ინიციატივის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კახიშვილის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის გზით სასამართლო პროცესების ჩატარება მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეებს შეეხება. კახა კახიშვილის თქმით, გაზრდილია სასამართლოში გამსვლელთა პატიმრების რიცხვი იმ ფონზე, როდესაც სამინისტროს საბადრაგო სამსახურის რიცხვი არ გაუზრდია.

„ჩვენ მივეცით საშუალება მსჯავრდებულებს გაასაჩივრონ დირექტორის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადაწყვეტილებები, რაც მანამდე იყო შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა, კანონით დადგენილი დასჯა თუ ა.შ., შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, რამაც რა თქმა უნდა, განაპირობა სასამართლო სხდომების ზრდა. მაგრამ ამავდროულად არ მომხდარა ბადრაგირების სამსახურის რაოდენობის ზრდა. შესაბამისად, დავდექით რთული ამოცანის წინაშე. გარდა ამისა, გაიზარდა იმ ბრალდებულების რიცხვი, ვისი გადაყვანაც ხდება საავადმყოფოებში, რაც ასევე ბადრაგირებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ჩვენ უკვე ვნერგავთ ვიდეო სასამართლო სისტემას და რამდენიმე დაწესებულება უკვე აღვჭურვეთ, როდესაც სასამართლო სხდომის დარბაზი იქნება გაკეთებული ციხეში და მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეებზე შესაძლებელი იქნება ვიდეოკონფერენციის გზით, სასამართლო პროცესის ჩატარება და ამით ჩვენ დავზოგავთ რესურსს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა