ორგანიზაციის "ნუ მომკლავ" ორგანიზებით, სუს-თან მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს

ორგანიზაციის "ნუ მომკლავ" ორგანიზებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პანკისში შეკრებილ აქციის მონაწილეებს და ამავდროულად მოითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს მათ მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და გვერდში დაუდგნენ სამართლიანობის დასადგენად.

"ჩვენი ქისტი ძმები მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად პანკისში აქციას მართავენ ეს აქცია სოლიდარობის ნიშნად იმართება. მათი შვილები შეიწირა ამ ბინძურმა სისტემამ, რომელსაც სუს- ი ჰქვია და ეს სისტემა საბოლოოდ უნდა ჩამოიშალოს", - განაცხადა აქციის მონაწილემ ტიტე გედენიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს