ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანს - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში

თეა წულუკიანს არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები ქალბატონო თეა და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს.

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ყოფნა პარლამენტში, როგორც კანდიდატის, სულ მცირე უხერხულია.

“როგორი არაადეკვატურიც არის ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვხედავთ თეა წულუკიანს, წარმოდგენილს, როგორც იუსტიციის მინისტრობისას, ასეთივე არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა ქალბატონ თეას. ჩვენ არ ველოდებოდით იმაზე საუბარს, რაზეც ისაუბრეთ. პირადად მე თქვენგან ველოდები პასუხებს, თუ როგორ მოხდა, რომ თქვენ ხელი ვერ შეუშალეთ მაგალითად ჩატაევის ციხიდან გამოსვლას და თქვენს გამო შუა ქალაქში მივიღეთ კრიზისი. თქვენ ჩააფლავეთ მთლიანად სასამართლო რეფორმა. როგორ მოხდა, რომ თქვენი მადლობები მოვისმინეთ შოთაძის მისამართით, როცა ქალაქის ცენტრში კრიზისი გქონდათ შექმნილი და ადამიანები ითხოვდნენ, რომ სამართლიანად იყოს გამოძიებული საქმეები?! ამ კითხვებზე უნდა გვესაუბროთ ჩემი აზრით და არა ისევ ბოღმა ანთხიოთ როგორც ამას აკეთებთ წლების განმავლობაში. გამოდით, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში და ნუ ცდილობთ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ამ ტრიბუნიდან, რომ რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნოთ. უხერხულია აქ რომ ზიხართ, როცა მთელი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თქვენთან საუბარი არ უნდა“, - მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს