კახა კახიშვილი ბიზნესს პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების შექმნის წინადადებით მიმართავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი ბიზნესს მიმართავს და პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ბიზნესის წასახალისებლად შეიმუშავებს საკანონმდებლო რეგულაციებს, რათა პენიტენციურ დაწესებულებაში ნაწარმოები პროდუქცია, ადვილად შესაძენი იყო სახელმწიფო უწყებებისთვის.

„სამუშაო კერები ეს არის, მე მგონი, მთლიანად ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პოპულარული ასევე საზოგადოებაში. მე ვსარგებლობ დღევანდელი ტრიბუნით და მივმართავ ბიზნესს, რომ იქნებ რამენაირად მოახდინოს პენიტენციურ დაწესებულებაში სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენ შევეცდებით, საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, პენიტენციურ სისტემაში დამზადებული პროდუქცია იყოს ადვილად შესაძენი სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ ამან წაახალისოს ბიზნესი და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა