გიორგი გახარია - საქართველო ევროპის ქვეყნებში პოლიციის ატაშეების რაოდენობას გაზრდის

საქართველო ევროპის ქვეყნებში პოლიციის ატაშეების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ვზრდით რაოდენობრივად პოლიციის ატაშეების ინფრასტრუქტურას და წელს გაჩნდება რამდენიმე ახალი ქვეყანა, სადაც პოლიციის ატაშე გვეყოლება. ესენია - ბელგია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ. ასევე გერმანიაში გაიზრდება მათი რაოდენობა. საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება არის პოლიციის ატაშეების რაოდენობის გაზრდა და მინდა გითხრათ, რომ ეს ეფექტურია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა