აქციის მონაწილე - ვითხოვთ იმ მტკიცებულებებს, სადაც დასატურდება თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაული, თუმცა ასეთი არ არსებობს

ჩვენ ვითხოვთ იმ მტკიცებულებებს, სადაც დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაული, თუმცა ასეთი არ არსებობს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ნათესავმა, ალიკა ალაზოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს მომხდარზე ობიექტური სურათის დადება და დამნაშავე პირების დასჯა.

"მე მინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს, პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მოკლა თემირლანი, ასევე ვინც გასცა ბრძანება“, - განაცხადა ალიკა ალაზოვმა.

სუს-ის შენობასთან ორგანიზაციის "ნუ მომკლავ" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ შვილმოკლულ მამებს - მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა