გიორგი გახარია - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვას, რომელიც საქმის გამოძიების მიმდინარეობას ეხებოდა.

გახარიას თქმით, საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ისაუბრებს, ამიტომ დღეს ტრიბუნიდან ამაზე საუბარი საჭიროდ არ ჩათვალა.

“მინდა გითხრათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გამოძიება არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და აბსოლუტურად ტრანსფარენტულად, შესაბამისად, ყველა ის შედეგი, რომელიც დადგება ამ გამოძიების ფარგლებში, იქნება ღია, სამართლიანი და მას ასევე ტრანსფარენტულად გაეცნობა ყველა მოქალაქე. ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავ, რამეთუ სასამართლო განხილვების პროცესში ბევრი დამატებითი ახალი ფაქტორი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ იყო პირველი გამოძიების შემდგომ გამოყოფილი ცალკე ორი საქმე, რამეთუ გვესმოდა, რომ ეს იყო არასრულწლოვნების საქმე და იქ იყო გარკვეული შეზღუდვები, ასევე შესაძლებელი იყო გარკვეული დამატებითი ინფორმაციები გამოჩენილიყო სასამართლო პროცესების განმავლობაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა