სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელთა შემოწმების სამსახურს ქმნის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელთა შემოწმების სამსახურს ქმნის. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. მინისტრობის კანდიდატის თქმით, უკვე შექმნილია შესაბამისი სამმართველო, რომელიც სწავლებას გაივლის აეროპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტში.

„სამწუხაროდ, წლების მანძილზე ციხეებში არ იყო მიმსვლელთა შემოწმების სამსახურები. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ უკვე მთავარი სამმართველო, რომელიც სწავლებას გაივლის აეროპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტში, სადაც არიან ის ადამიანები, რომლებიც ამოწმებენ რეისზე მისულ ადამიანებს და ასეთი ტიპის პროგრამით განვახორციელებთ ციხეებში შემსვლელი ადამიანების კონტროლს, რათა აკრძალული ნივთები არ იყოს შეტანილი პენიტენციურ დაწესებულებებში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა