კახა კახიშვილი დეპუტატებს - ყოველთვის მქონდა თქვენი იმედი და ვგრძნობდი მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების კუთხით

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტი მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

„მე ყოველთვის მქონდა თქვენი იმედი და ვგრძნობდი იმ მხარდაჭერას, რომელიც მქონდა პარლამენტში, ამ რეფორმების გატარების კუთხით და იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მე ჩამოვთვალე, ასევე მხარდაჭერილი იქნება თქვენ მიერ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო