მალხაზ მაჩალიკაშვილი - დაიმახსოვროს ხელისუფლებამ - ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა

აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურის და გახარიას დაგეგმილი ყოფილა, ამიტომ მოვითხოვ მათ პასუხი აგონ, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციაზე.

აქციაზე 19 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს. ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ.

"დღეს, როდესაც მთავრობა აღარ გვყავს, იმედი მაქვს, ახალი პრემიერის პირობებში ჩვენს სამართალს ვიპოვით. აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურის და გახარიას დაგეგმილი ყოფილა. ამიტომ მოვითხოვ მათ პასუხი აგონ ამ ტერორისტულ აქტზე. მოვითხოვ აღიარონ, რომ შეეშალათ და უდანაშაულო შვილი მომიკლეს. საქართველოს 75% და მთელი პანკისი ჩვენს გვერდითაა სიმართლის მოლოდინში. დაიმახსოვროს ხელისუფლებამ - ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა, აღარ მოგცემთ ამის საშუალებას! პირობას ვდებ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმართლის ძიებას არ შევწყვეტ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს