პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე სამედიცინო დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, ასევე, ჯანდაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემების დამუშავების შესახებ. გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებული საკითხებისა და აქტუალური პრობლემების გარშემო.

„მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მიდგომა, ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშესაწყობად“, - ნათქვამია რეკომენდაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს