გიორგი გიორგანაშვილი - პირველივე პროცესზე გადამეწურა იმედი, ამიტომ ვტოვებ სასამართლო დარბაზს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა სხდომა დატოვა.

მან პროცესის დაწყებისას მოსამართლეთა კოლეგიას სთხოვა, რომ განცხადებას გააკეთებდა. მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა ქვეყანაში სამართლიანი არ არის და ამაში პირველივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დარწმუნდა. აქედან გამომდინარე, ბრალდებულის თქმით, ვინაიდან მას სამართლიანობის იმედი არ აქვს დარბაზს ამ მოტივით ტოვებს.

გიორგი გიორგანაშვილის თქმით, საქართველოში ადამიანები სამართალს უკვე ქუჩაში დემონსტაციებით ეძებენ.

"რომელ სამართლიან სასამართლოზე ვლაპარაკობთ, როცა უარი მითხარით, მასალების გამოთხოვაზე იმ საფუძვლით, რომ გამოძიებას ხელი შეეშლებოდა. ადამიანებს უსამართლობა უბიძგებს, რომ ქუჩაში გადაინაცვლონ და სამართალი ეძებონ. პოლიციელის ჩვენებით, უდანაშაულო ადამიანის დამანაშავედ ცნობა ხდება. პირველივე პროცესზე გადამეწურა იმედი, როდესაც არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა, ამიტომ ვტოვებ დარბაზს", - განაცხადა გიორგანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო