პროექტის „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“, გამარჯვებულები ცნობილია

პროექტს „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ „პალიტრამედია“ ჰოლდინგი ახორციელებს. მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, შესაბამისად, ის რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, უცხოელებს კი შესაძლებლობას მისცემს, საუკეთესო ქართული ღვინოები დააჭაშნიკონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის სამშობლოა.

პროექტი 2017 წლის 15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროექტი ორ ეტაპად დაიწყო. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რომელშიც 250 000-მდე ადამიანი ჩაერთო და− 23 ღვინის დასახელებიდან 10 აირჩიეს. ხმას აძლევდნენ როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე.

მეორე ეტაპზე საქართველოში არსებულმა ღვინის კომპანიებმა დეგუსტაციისთვის საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს. ინტერესი ძალიან დიდი იყო, ამიტომ ბრმა დეგუსტაცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა სწორედ ბრმა დეგუსტაციით გამოავლინეს რჩეული კომპანიების 10 საუკეთესო ღვინო, რომლის ერთი ნაწილი _ 5 ბოთლი _−ერთ შეფუთვაშია წარმოდგენილი, ხოლო მეორე 5 ღვინო, მეორე შეფუთვაში.

პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩატარებული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება რჩეული ქართული ღვინოების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა. გამარჯვებული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება.

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ კომპანიების სიას, რომლებმაც ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვეს და მათმა პროდუქციამ საუკეთესო ღვინის სტატუსი მიიღო:

ახალშენი 2005 - „საფერავი“

თელიანი ველი - „ტვიში“

მეღვინეობა ბესინი - „წინანდალი“

მარანული - „ახაშენი“

ბატონო - „ქინძმარაული“

გიუაანი - „რქაწითელი“,

თბილღვინო - „ხვანჭკარა“

შატო ნეკრესი - „მუკუზანი“

კონჭო და კომპანი - „ქისი“

კორპორაცია ქინძმარაული - „მწვანე“

გამარჯვებული ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნა, რომელიც მალე ჩაეშვება გაყიდვაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს