ანა სუბელიანი - თუ წულუკიანი კიდევ გააგრძელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რომელსაც მოქალაქე ანა სუბელიანი ესწრებოდა, ხმაური იყო. ხმაური იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული მოქალაქეები ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე „ფულზე ვაჭრობდნენ“.

“ბევრჯერ ვისაუბრე ამაზე, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთი კითხვის ავტორი მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა მოსასმენად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცრუ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. ზოგიერთმა ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა მკითხა, ეს მართალიაო? არა ბატონებო, ეს არის სიცრუე, რადგან ქალბატონი სუბელიანი და ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებო ფურცელი მოვიდა, მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული და მოიხადეთ ბოდიშიო. ჩვენ მაინც დავიწყეთ ამ ორი გადაწყვეტილების აღსრულება. ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, არც ერთი გადაწყვეტილება არ არის აღსრულებადი, რადგან ბატონი ახობაძის შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ის ითხოვს არის გაბათილებული. ხოლო ქალბატონი სუბელიანს, რომელიც ღელავს და არ მოსწონს ჩემი პასუხები. სასამართლომ აღადგინა ის იმ პოზიციაზე, რომელიც არ არსებობდა, შესაბამისად, აღსრულების ფურცელი დაბრუნდა და ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან ხმაური მოჰყვა. ანა სუბელიანმა წულუკიანს ხმამაღალი შეძახილებით მიმართა, რის შემდეგაც მას მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

"4 წლის განმავლობაში, დავის მიმდინარეობისას სასამართლო ორივე მხარეს გვთავაზობდა მორიგებას. ჩვენ ვიყავით თანახმა, ხოლო იუსტიციის სამინისტრო იყო უარზე. მას შემდეგ, რაც მოვიგეთ საქმე, აღსრულების ბიუროს ორგანიზებით, მეორე მხარემ დაიწყო მორიგების მცდელობა და გვითხრა, რომ აღდგენაზე უარს ამბობდა და თანხას ანაზღაურებდა გადანაწილებით, რაც ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ თუ აღდგენა ვერ ხდებოდა ობიექტური მიზეზების გამო, მაშინ მათ უნდა მოეძებნათ ან სხვა ტოლფასი თანამდებობები, ან გადაეხადათ აღუდგენლობის კომპენსაცია, ან ოფიციალური ბოდიში მოეხადათ სამინისტროს სახელით, სადაც დაადასტურებდნენ, რომ ჩვენი უფლებები ნამდვილად შეილახა. ამაზეც უარი გვითხრეს. ამის შემდეგ რომ ბედავს ეს ქალი იძახის, თურმე ჩვენ ფულზე ვვაჭრობდით, არის სამარცხვინო. ეს ქალი თუ კიდევ გააგრძელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. გავაგრძელებთ ბრძოლას სტრასბურგშიც, მაგრამ ეგ ცალკე საკითხია, რომელიც წლებს ითხოვს. აუცილებლად მივაღწევთ ჩვენსას, მაგრამ ის რასაც წულუკიანი აკეთებს, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალიან დავიღალე, მინდა დავასრულო ეს ოთხწლიანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ გპირდებით, რომ არანაკლებ დავღლი თეა წულუკიანს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეგ ეხება“, - განაცხადა ანა სუბელიანმა დარბაზის დატოვების შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს