მამუკა ბახტაძე - სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც იქნა წარმოდგენილი

ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე, ორ კვირაში წარვადგენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

მან არ დაასახელა, რომელ მინისტრებს შეეხება საკადრო ცვლილებები, ასევე, რომელი უწყებების მიმართულებით განხორციელდება სტრუქტურული რეორგანიზაცია.

„ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რათა პარლამენტს ვთხოვოთ ნდობა, რომ წარმოვადგინოთ მცირე მთავრობის კონცეფცია, ვინაიდან სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც იქნა წარმოდგენილი. მინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილო პროგრამაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას. პროგრამა სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს, მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ოპერატიული და ეფექტური, საჭიროა, რომ ჯერ მივიღოთ მცირე მთავრობის კონცეფცია და შედეგად დავიწყოთ წარმოდგენილი პროგრამის რეალიზაცია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები მომავალში, 2-3 კვირის თავზე, ბუნებრივია თქვენ და საზოგადოებას მე წარვუდგენ იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროგრამას შევასრულებ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს