ზაზა სარალიძე - მე და მაჩალიკაშვილებს ერთი დიდი ტკივილი გვაერთიანებს - ჩვენ დაგვიხოცეს შვილები და სამართალს ვერ ვპოულობთ

მე დღეს ჩამოვედი აქ, რადგან მე და მაჩალიკაშვილებს გვაერთიანებს ერთი დიდი ტკივილი - ჩვენ დაგვიხოცეს შვილები და სამართალს ვერ ვპოულობთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მისი სურვილია შეხვდეს ახალ პრემიერ-მინისტრს და მოითხოვს, რომ მან პირადად გააკონტროლოს მისი შვილის და მაჩალიკაშვილის საქმე.

„დღეს, როდესაც ხელისუფლება არ გვყავს, ვერანაირ ვადას ვერ დავაწესებთ, მაგრამ ახალ პრემიერ - მინისტრს შევხვდები და მოვითხოვ, პირადად გააკონტროლოს ეს ორი საქმე. მე მხარდაჭერას ვუცხადებ ქისტ ხალხს“, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პანკისში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელ დუისში შეიკრიბნენ და სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა