„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, გურიაში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, გურიაში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობილი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მეფუტკრეობის, მეციტრუსეობის და თხილის მოვლა-მოყვანის საკითხებზე სპეციალისტებმა ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის სოფლების მაცხოვრებლებს კონსულტაციები გაუწიეს.

სპეციალისტებმა ფერმერებს თხილის მავნებლებზე, მათთან ბრძოლის მეთოდებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და თემატური ბროშურები გადასცეს.

პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 3 წელია ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა