გორის მერი შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად ინფრასტრუქტრულ პროექტებს გაეცნო

გორის მერი შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად ინფრასტრუქტრულ პროექტებს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნციიპალიტეტიდან აცნობეს, კონსტანტინე თავზარაშვილმა და აკაკი მაჭუტაძემ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება ციცაგიაანთკარიდან დაიწყეს, სადაც გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გორის მუნციიპალიტეტის სოფლების, სათემო–ციცაგიაანთკარი–ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის დაგებას შპს „საგზაო სამმართველო №1“ სექტემბერში დაასრულებს. პროექტის ღირებულება 1 442 000 ლარია.

„აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

ნინოშვილის ქუჩის რებილიტაციას შპს „შარა“ აწარმოებს. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 894 773 ლარია ოქტომბერში დასრულდება. ქუჩის სრული რეაბილიტაცია წლებია არ განხორციელებულა. დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.

სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის და სტალინის ქუჩის 158 მეტრიანი მონაკვეთის (სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩამდე) გზის საფარის, საფეხმავლოებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასევე კახნიაშვილის ქუჩის 347 მეტრიანი ქუჩის წყალანარინების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია.

პროექტის ღირებულება 712 ათას ლარს შეადგენს. სამუშაობს შპს „იბოლია“ აწარმოებს.

მიმდინარე პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა