მამუკა ბახტაძე - აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია

იმისთვის, რომ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბახტაძე ამ წუთებში დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობს.

“მე ნამდვილად არ მსურს, რომ ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყოს მონოტონურ რეჟიმში და სავსე მხოლოდ პოლიტიკური პოსტულატებით. ჩემი სურვილია, რომ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად გავიაზროთ თუ რა გამოწვევებია დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე და რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანები, მიზნები და პოლიტიკა, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად და ეფექტურად ვუპასუხოთ. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ჩემი შეხედულებით, იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია. საჭიროა იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო ოპერატიულები ჩვენს გადაწყვეტილებებში, უფრო ეფექტურები და რაც მთავარია ვიყოთ ეფექტურები იმაში, რომ ვიდრე ამ გადაწყვეტილებიდან მიღებული სიკეთე მივა მოქალაქემდე, ეს დრო მაქსიმალურად იყოს დამოკლებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოქნილი, მაგრამ ამავე დროს მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ამოცანის შესრულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო