საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულები "ქართული ოცნების" ოფისში შესვლას ითხოვენ

საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულები "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, რომ ქონება დაუბრუნდეთ. დაზარალებულების ინფორმაციით, საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი დაკავებულები არიან, მათი ბიზნესი დაინგრა და თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

"ჩვენ ვართ საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულები. უკვე გარდაცვლილი გვყავს 25 მეანაბრე, კარდიალური შეტევებით, სტრესის ფონზე სიკვდილით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი თეთრუაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სწორი გამოძიება ჩატარდეს და მათ დაკარგული ქონება დაუბრუნონ.

"უნდა აწარმოონ სწორი გამოძიება. თაღლითები გამოარკვიონ სრულყოფილად და ჩვენ დაგვიბრუნონ ჩვენი ქონება", - განაცხადა ლალი თეთრუაშვილმა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ითხოვენ "ქართული ოცნების" ოფისში შესვლას, რათა პასუხი მიიღონ განცხადებაზე, რომელიც მათი თქმით, დაახლოებით თვენახევრის წინ დატოვეს. დაცვის თანამშრომლები მათ ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა