მამუკა ბახტაძე - ახალგაზრდა მორაგბეებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ მაგარი შემართებისთვის, რაც აჩვენეს

ახალგაზრდა მორაგბეებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ მაგარი შემართებისთვის, რაც აჩვენეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარდგენისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ საზოგადოებაში სპორტისა და კულტურის როლზეც ისაუბრა.

„ახალგაზრდა მორაგბეებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ მაგარი შემართებისთვის, რაც აჩვენეს. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები. მე მინდა მივმართო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, სპორტის საზოგადოებას, რომ მათი ადგილი და როლი არის მნიშვნელოვანი ჩვენ საზოგადოებაში.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ საქართველოში გავაძლიეროთ ადამიანური კაპიტალი - განათლების, კულტურული და სპორტული ცხოვრების წახალისებით და გაძლიერებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართველმა 20 წლამდელმა მორაგბეებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს, ასევე 6 ერის ორ ქვეყანას მოუგეს და პირველად მე-9 ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, უმცროსი „ბორჯღალოსნები" პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა