პროფესიულ განათლებაში დასაქმების მაჩვენებელი იზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებული ცვლილებები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროფესიული განათლების კუთხით უმნიშვნელოვანესია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

მინისტრის განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლიდან, შესაძლებელი გახდება პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლებისა და შესაბამისი დიპლომის მიღება, რომელიც გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. გაფართოვდება სამუშაოზე დაფუძნებული, დუალური სწავლების მასშტაბი - დამსაქმებლები სრულფასოვნად ჩაერთვებიან როგორც პროფესიული პროგრამების შემუშავების, ასევე განხორციელებისა, სტუდენტების შერჩევისა და შეფასების პროცესებში.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა უმაღლესი პროფესიული განათლების ფორმირებაზე, რითაც განვითარდება კავშირები პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის. ამასთან, სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საუნივერსიტეტო კოლეჯების დაფუძნება-განვითარებას. ამ მიზნით, აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთანაც. გაგრძელდება საერთაშორისო პარტნიორობა და სფეროს ინტერნაციონალიზაცია. ამ მიზნით, დაგეგმილია ბავარიის მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტის ჩართულობით, თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე აგრარული კოლეჯის განვითარება.

ამოქმედდება სტუდენტებისა და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები. გერმანიასა და ესტონეთთან წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა ავსტრიასა და ბრიტანეთთან, რაც შეიძლება გახდეს არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელების საფუძველი.

გაგრძელდება გეოგრაფიული დაფარვისა და კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები, მათ შორის, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში. 2018-2019 წლებში ათ მუნიციპალიტეტში (მათ შორის, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხულოში, ჩოხატაურში, მარნეულში, კასპში, ბორჯომში, ახალქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში) განვითარდება პროფესიული განათლების ბაზები. პროფესიული კოლეჯები/ტრენინგ ცენტრები განვითარდება კომპანიების ბაზაზეც, რაც ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის ფორმირებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დღემდე განხორციელებული რეფორმების შედეგად, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი დინამიურად მზარდია და თუ კი 2013 წელს ეს მაჩვენებელი 33% იყო, 2017 წელს 56.2%-მდე არის გაზრდილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო