მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის. ინიციატივა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

“მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ, რომ შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ, როცა გვაქვს ასეთი კარგი წინაპირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობების წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს