ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრები მერთან შეხვედრას ითხოვენ

ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის ბინადრები მერიის წინ შეიკრიბნენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მიმდინარეობისას ორი მათგანი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მათ ადგილზე უტარდებათ დახმარება.

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე მზადყოფნას გამოთქვამს ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა, თუმცა მოქალაქეები აცხადებენ, რომ იუზა უგულავას უკვე შეხვდნენ და მისი პასუხი იციან, ამიტომ ამჯერად მერთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შენობა ავარიულია და შენობიდან მათ გაყვანას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა