მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება

დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება - ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

კერძოდ, მდინარაძე დაინტერესდა, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს, თუმცა შემდგომში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხება ვერ შედგება. როგორ მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი თეორიული და იურიდიული დაშვება არსებობს.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში ისმის საკმაოდ კრიტიკული შეფასებები ოპოზიციის მხრიდან, რაც დაკავშირებულია თეორიულ და იურიდიულ დაშვებაზე, რომ მართლაც, მეც დავადასტურებ, რომ თეორიულად შესაძლებელია პარლამენტმა და ახლადდამტკიცებულმა მთვარობამ ვერ მიაღწიოს შეთანხმებას გარკვეულ საკანონმდებლო მიდგომასთან, სამინისტროების შემცირებასთან, მცირე მთავრობასთან დაკავშირებით. რა ხდება ამ თეორიული დაშვების დროს, რას ვაკეთებთ? რა შედეგი გველოდება? ჩვენ ამაზე უმრავლესობის სხდომაზე ვისაუბრეთ. მინდა თქვენ თავად უთხრათ საზოგადოებას იმის შესახებ, რა ხდება იმ დროს, როცა არის შესაძლო დაშვება, რომ ვერ შევთანხმდებით გარკვეულ საკითხებზე - რა მოლოდინები გაქვთ ამ მიმართულებით?“, - მიმართა მამუკა ბახტაძეს მამუკა მდინარაძემ.

პასუხად ბახტაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი პროგრამა მცირე მთვარობის კონცეფციას ეფუძნება და ამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია.

“უზენაესი არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს და კონსტიტუციას. ყველა ის პროცედურა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ, არის თანხვედრაში კანონმდებლობასთან, რაც დღეს საქართველოში არსებობს. აქვე მინდა განვაცხადო, რომ პროგრამა, რომელიც მე წარმოვადგინე, მცირე მთავრობის კონცეფციას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ერთადერთი საშუალება, რომ პარლამენტთან ამ საკითხებზე გვქონოდა კონსულტაციები - მთავრობა დამტკიცებულიყო ძველი სტრუქტურით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნდობას გამოაცხადებთ, შემდეგ ჩვენი გუნდი შემოიტანს კანონპროექტს, რომელსაც ერთად განვიხილავთ პარლამენტში. ეს გულისხმობს მათ შორის სამინისტროების შემცირებას. მე ნამდვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11-სამინისტროზე მეტი არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა - მე პარლამენტში მოვდივარ პროგრამით და ეს არის პროგრამის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ბახტაძემ უმრაველობის სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს