რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ მერიის ინიციატივა გააცნო

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ი. მეუნარგიას 58 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, რომლებმაც ავტოფარეხების ადგილას სკვერის მოწყობის სურვილი გამოთქვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, მაჟორიტარმა და გამგებელმა შეხვედრაზე მისულებს ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტოფარეხების დემონტაჟის მომხრეა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში, დემონტაჟი დაიწყება, რასაც გამგეობა უზრუნველყოფს. შედეგად, გაიზრდება სკვერის ტერიტორია, ბავშვების უსაფრთხოებისთვის მოეწყობა ჯებირები და გარე განათება.

ამ ტერიტორიის ნაწილზე სკვერი გამგეობამ გასულ წელს მოაწყო, დარჩენილი ნაწილის გამწვანება კი ავტოფარეხების არსებობის გამო ვერ ხერხდებოდა.როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, ავტოფარეხების ნაცვლად, ამ ადგილის გამწვანება იგეგმება.

„ჩუღურეთის რაიონი უერთდება თბილისის მერიის ინიციატივას და მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, ავტოფარეხების დემონტაჟს ამ ტერიტორიიდან ვიწყებთ. სულ მალე, ამ ადგილს უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, გამწვანება დაამშვენებს, რომელიც ჩვენს რაიონს (გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე) ისედაც აკლდა,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.

შეხვედრას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს