თელავის ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან“ აცნობეს, თელავის ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება და კახეთის რეგიონს იმ სერვისებსა და შესაძლებლობებს მიაწვდის, რასაც თბილისის ტექნოპარკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.

ტექნოპარკი „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეისა და ინიციატივის მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქცია.

თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ ხორციელდება.

თელავის ტექნოპარკის პარალელურად ასევე სექტემბერში გაიხსნება ახმეტის ინოვაციების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს თელავის ინოვაციების ჰაბთან, როგორც კახეთის რეგიონულ ცენტრთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა