ლევან იზორია - წელს იწყება აქტიური რეზერვის იმპლემენტაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას უზრუნველყოფს

ტოტალური თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში საზოგადოების მეტ ჩართულობას მოიცავს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, წელს იწყება აქტიური რეზერვის იმპლემენტაცია, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას.

“ჩვენ განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების მნიშვნელობას, რაც ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია. ის მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ სხვა კომპონენტებსაც, როგორიც არის საზოგადოების მეტი ჩართულობა, სამოქალაქო თავდაცვის მეტი კომპონენტი. ჩვენ წელს, პარლამენტის ძალიან პრინციპული მხარდაჭერით, ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც სკოლებში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გულისხმობს. ვგეგმავთ შემოვიღოთ არჩევითი საგანი, რომლის საშუალებითაც მოზარდებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა დაეუფლონ ცოდნას პრაქტიკულ უნარებს სამოქალაქო და სამხედრო თავდაცვის ამოცანებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსათან“, - განაცხადა იზორიამ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს ლევან იზორიამ თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაზეც გააკეთა აქცენტი. მინისტრობის კანდიდატმა პროექტის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის კომიტეტის ყველა წევრს მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა