ალადაშვილის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პირს, ადვოკატის ინფორმაციით, ის მძიმედაა. „მე კლინიკაში ვარ. ჩემი მეგობრის სანახავად მოვედი. ცოტა ხნის წინ ატყდა კივილი. რომ ვიკითხე, ექიმებმა მითხრეს, რომ ორი ძმა არის შემოყვანილი ნარკო-კომით. ერთს გული ვერ აუმუშავეს და გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა“, - განაცხადა აფციაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა