სალომე სამადაშვილი - პრემიერის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატს ცოტათი მცდარი წარმოდგენა აქვს იმ პრობლემებზე, რაც მის წინაშე დგას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს ცოტათი მცდარი წარმოდგენა აქვს იმ პრობლემებზე, რაც მის წინაშე დგას. ამის შესახებ სამადაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში პრემიერობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

“მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატს ცოტათი მცდარი წარმოდგენა აქვს იმ პრობლემებზე, რაც მის წინაშე დგას. ვფიქრობ, მცდარად ფიქრობთ, რომ ბევრად უკეთეს მემკვიდრეობას იბარებთ იმასთან შედარებით, ვიდრე ეს რეალობაა. თქვენ თქვენი გამოსვლა დაიწყეთ იმით, რომ გსურთ ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ამ ქვეყნის საბოლოო დანიშნულებამდე მისვლა, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია. მე კი მინდა გითხრათ, რომ ღარიბ, დაუცველ, სრულიად ჩამოშლილი უსაფრთხოების და უშიშროების სისტემის მქონე ქვეყანას, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ პრობლემების გამოსწორების გარეშე დასავლური მომავალი არ აქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს