თინა ბოკუჩავა მამუკა ბახტაძეს - ადასტურებთ თუ არა, რომ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 000 ლარი შესწირეთ?

ადასტურებთ თუ არა, რომ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შესწირეთ?, - აღნიშნული კითხვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, სადაც მამუკა ბახტაძე სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, თუ რა მოტივაცია ჰქონდა მას, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ფული შესწირა.

„ბატონო მამუკა, იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც საქართველოს აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე დევს, თქვენ 2012 წლის 2 აგვისტოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც ის იყო სახელისუფლებო პარტია, შესწირეთ 20 000 ლარი. მე მაინტერესებს მოვისმინო თქვენგან პასუხი, ადასტურებთ თუ არა ამ შემოწირულობას და თუ ადასტურებთ, რით განმარტავთ ამ შემოწირულობას. რა მოტივაცია გქონდათ, დაგაძალათ ვინმემ, თუ იდეოლოგიური თანხვედრა გქონდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - მიმართა ბოკუჩავამ ბახტაძეს.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ლოზუნგებით შემოიფარგლებიან ხოლმე და დაპირებებს არ ასრულებენ.

„ეს უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრია, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტი ამტკიცებს და რომლის დამტკიცებასაც პირადად მე ვესწრებოდი. პრემიერ-მინისტრების განცხადებები ყოველთვის შემოიფარგლებოდა ხოლმე ლოზუნგებითა და დაპირებებით, რომლებიც არ სრულდებოდა. მე პირადად მახსოვს, როგორ დავუსვი ბიძინა ივანიშვილს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებდა „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წელს დაეფინანსებინა ის დაპირებები, რომლებიც გედოთ პროგრამაში, მაგალითად განათლებასთან, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით და სხვა. მან თითქოს ხუმრობით გვიპასუხა, რომ ის თავის ჯიბიდან აპირებდა ყველაფრის დაფინანსებას. ჩვენ ვიხილეთ, რომ რეალურად თავის ჯიბიდან ივანიშვილს არაფერი დაუფინანსებია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა