გიორგი გიორგანაშვილის რვაწლიან პატიმრობაში დატოვებას პროკურორი სამართლიან გადაწყვეტილებას უწოდებს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის რვაწლიან პატიმრობაში დატოვებას პროკურორი ირინა ჩოჩია სამართლიან გადაწყვეტილებას უწოდებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმის მტკიცებულებათა ერთობლიობა გიორგანაშვილის მიერ განსაკუთრებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტს ადასტურებს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პირი, რომელიც ამ საქმეში იყო მოწმე, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები, იყვნენ ნეიტრალურები და მათ არანაირი დაინტერესება გიორგანაშვილის მიმართ არ ჰქონდათ.

„სააპელაციო სასამართლომ სრული და ამომწურავი რევიზია განახორციელა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების და დარწმუნდა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კანონიერი იყო და სრულიად სამართლიანად ძალაში დატოვა", - განაცხადა ჩოჩიამ.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამრთლოში იყო გასაჩივრებული, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყეტილებით, ის პატიმრობაში დარჩა. თავად ბრალდებული გიორგანაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს