მამუკა ბახტაძე - არ ვაპირებ იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ივანიშვილს საქართველოში აქვს განხორციელებული, მოსახლეობამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის

არ ვაპირებ დავიწყო ჩამოთვლა იმ პროექტების, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში, მოსახლეობამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ივანიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და მას საზოგადოება ობიექტურად შეაფასებს.

“რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფერი დაუფინანსებია, ქალბატონო თინა, მე ნამდვილად არ ვაპირებ ახლა დავიწყო ჩამოთვლა იმ პროექტების, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში, დაწყებული კულტურის და სპორტის ობიექტებით და დასრულებული ძეგლების აღდგენით. ვფიქრობ, მოსახლეობამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ვფიქრობ, ეს არ არის ის თემა, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადოებისთვის არაფერი გაუკეთებია. ეს არის თქვენი პოლიტიკური განცხადება და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება მას ობიექტურად შეაფასებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა