ნიკა მელიამ გიორგი გახარიას იმ პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების სია გადასცა, რომლებიც მისი თქმით, საპროტესტო აქციიდან მის გატაცებაში მონაწილეობდნენ

ნიკა მელიამ გიორგი გახარიას იმ პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების სია გადასცა, რომლებიც მისი თქმით, 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან მის გატაცებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

ნიკა მელია რამდენიმე წუთის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან იდგა და უშუალოდ უხსნიდა ფოტოებზე გამოსახული პირების მიერ ჩადენილ ქმედებებს. მელიას შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მას შემდეგ უპასუხა, რაც ნიკა მელიამ საკუთარი ადგილი დაიკავა პარლამენტში. გიორგი გახარიამ პასუხის გაცემა პოლიციელებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, ვინც ამ აქციების განმავლობაში ადგილზე მუშაობდა.

„თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა ამ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. ამ ხალხმა ზოგიერთი და არა ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიტიკოსისგან მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა