მამუკა ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც ბახტაძემ პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, დღეს ბიზნესს ძალიან აწუხებს გადაწყვეტილების ოპერატიულობა, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც საქმეები იხილება სასამართლოში.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები.

„პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე. შესაბამისად, რეფორმების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე, კომერციულ და საგადასახადო დავებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც ქართული ბიზნესი ელოდება და ის უნდა განვახორციელოთ რაც შეიძლება მალე. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავნერგავთ. იგივე შემიძლია გითხრათ გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმაზე, აქაც ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რომ საბაზრო ეკონომიკა განვავითაროთ ეფექტურად. გადახდისუნარიანობის ეფექტური სისტემის ქონის გარეშე ბუნებრივია საბაზრო ეკონომიკის განვითარება ვერ იქნება ბოლომდე წარმატებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხასიათის რეფორმა, რომელიც ასევე მინდა გაგიზიაროთ, ეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ბიზნესგარემო - ეს გახლავთ ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ მოლოდინებს, რომელიც დღე არის ჩვენს საზოგადოებაში, ის არის მოძველებული. შესაბამისად, ჩემი ინიციატივაა, ღია პლატფორმაზე, კერძო სექტორთან ერთად შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა