მამუკა ბახტაძე - განათლება და ახალგაზრდობა არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი

განათლება და ახალგაზრდობა - ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ მთავრობას დაგეგმილი რეფორმები და ეკონომიკური ინიციატივები დაეხმარება, რომ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდეს.

“დაგეგმილი რეფორმები დაგვეხმარება, რომ საქართველოში მივიღოთ ინკლუზიური ზრდა. მაგრამ ამავე დროს, პირდაპირ მინდა გითხრათ თქვენ და პირდაპირ მინდა ვუთხრა მთელს საზოგადოებას, ჩვენ, საქართველო ვერ გავხდებით განვითარებული ეკონომიკა, თუ არ განვახორციელებთ განათლების სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს და არ განვახორციელებთ განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმას. ეს არის ერთადერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ეკონომიკა გახდეს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოდგომაზე წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. რა თქმა უნდა, ჩემგან იქნებოდა ძალიან არასწორი, რომ ხაზი არ გავუსვა სპორტის როლს და ადგილს ქართულ საზოგადოებაში. ადამიანი, იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა და ის გარემოება, რომ ყველამ შეძლოს თავისი თავის, თავისი პოტენციალის რეალიზაცია, შეძლოს ღირსეული ცხოვრება და შევძლოთ ყველამ ერთად ის, რომ საქართველო გავხადოთ ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა