გიორგი გახარია ნიკა მელიას - აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება

აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას იმ კითხვების პასუხად, თუ რატომ დააკავეს და გაარიდეს ის აქციას.

„ეს იყო საზოგადოების წესრიგიდან გამომდინარე ქმედება და თქვენ დღეს აქ ხართ. თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსის განმეორების შემთხვევაში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ. აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება“, -მიმართა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას.

"განმეორდება იგივე და მოგკიდებთ ჰალსტუხზე ხელს და გაგიყვანთ რუსთაველის გამზირზე იმ ხალხში! ამას უყურე ერთი! ამ საქმეს გადაყვებით თქვენ პირადად", - მიმართა საპასუხოდ მელიამ გახარიას.

მანამდე ნიკა მელიამ გიორგი გახარიას იმ პოლიციელების და მაღალჩინოსნების სია გადასცა, რომლებიც მისი თქმით, 11 ივნისს უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მის გატაცებაში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან. ნიკა მელია რამდენიმე წუთის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან იდგა და პირადად უხსნიდა ფოტოებზე გამოსახული პირების მიერ განხორცელებულ ქმედებებს.

ნიკა მელიას შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მას შემდეგ უპასუხა, რაც მელიამ საკუთარი ადგილი დაიკავა პარლამენტში. გიორგი გახარიამ პასუხის გაცემა პოლიციელებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, ვინც ამ აქციების განმავლობაში ადგილზე მუშაობდა.

„თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა ამ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. ამ ხალხმა ზოგიერთი და არა ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიტიკოსისგან მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მინისტრობის განდიდატს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება - გახარია მელიას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო