გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ პირობებში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია

სამწუხაროდ, დღეს ჩვენს პარლამენტში არის ისეთი უმრავლესობა, რომელიც ვიცით, რომ ნდობას გამოგიცხადებთ თქვენ, უფრო სწორად ივანიშვილის არჩევანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე განაცხადა. ბოკერიას თქმით, დღეს კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ცუდი დღეა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.

„დღეს კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ცუდი დღეა პარლამენტარიზმისთვის, ანგარიშვალდებულების ინსტიტუტისთვის. ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბოლო წლებია. ჩვენ გვაქვს არანორმალური ვითარება, როცა ამ პოლიტიკური მასკარადის შემდეგ, ვგულისხმობ UNICEF-ის ეპოპეას და შემდეგ კვირიკაშვილის გადაყენებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მოჰყვა ის, რომ დღეს თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო, სთხოვთ პარლამენტს ნდობის გამოცხადებას ისე, რომ არ ეუბნებით მას, ვინ არის თქვენი გუნდი და ამბობთ, რომ ორ კვირაში იტყვით, ვინ არის თქვენი გუნდი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს პარლამენტში არის ისეთი უმრავლესობა, რომელიც ვიცით რომ ნდობას გამოგიცხადებთ თქვენ, უფრო სწორად ივანიშვილის არჩევანს. არც ვიცი კითხვა როგორ უნდა დაგისვათ, რადგან არც ველი არანაირ პასუხს“, - მიმართა გიგა ბოკერიამ მამუკა ბახტაძე.

დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია. „თუ ეს ხედვა გქონდათ, ე.წ. მცირე მთავრობის, რაც ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში კომიკურია, ბიუროკრატიის, გადასახადების და ტვირთის ზრდის ფონზე, მაგრამ თუ ეს ხედვა გქონდათ, აქამდე სად იყავით? კვირიკაშვილი გიშლიდათ ხელს? არ ახორციელებდით ამას?“, - აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ასევე დაინტერესდა, გადადგება თუ არა მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამას მოსთხოვს. „სულ ცოტა ხანში, ზეგ ან მაზეგ, ან სულაც 1 წელიწადში, ბატონი ივანიშვილი რომ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, რომ ხვალ თქვენ უნდა გადადგეთ, როგორ მოიქცევით?“, - დასძინა ბოკერიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო