მამუკა ბახტაძე - სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო შეცდომა და რა - არა

სისტემის ერთმა ნაწილმა ამ შემთხვევაში ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო შეცდომა და რა - არა.

“ეს არის მართლა უზარმაზარი ტრაგედია და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს. როდესაც ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ დგება რაღაცა სტატუს კვო და ამ შემთხვევაში საზოგადოება არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ის შედეგი, რომელიც იქნებოდა მართებული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემის ერთმა ნაწილმა ამ შემთხვევაში ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეცდომებზე, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. სისტემისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ როცა რაღაც მოხდება, როგორი ჯანსაღი რეაქცია ექნება მას ამ პრობლემაზე. ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თუ როგორი უზენაესი ფასეულობა არის პოლიტიკური გუნდისთვის ეს და საქართველოს პარლამენტში, შეიქმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროტესტის ფონზე, როგორ უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო ასეთ შემთხვევებზე. ვამბობ იმას, რომ ის, რაც დადგა, არ იყო საზოგადოების ინტერესი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო შეცდომა და რა არა, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით, როცა პოლიტიკური სისტემა აკეთებს ასეთ რეაგირებას, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მაღალი ფასეულობების მატარებელი სისტემა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა